Перевести страницу

იშიაზი

ბევრი იშიაზსა და რადიკულიტს ერთმანეთში ურევს, უფრო სწორად, ორივეს რადიკულიტს უწოდებს. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. მართალია, მათი სიმპტომები მსგავსია და ზოგჯერ მკურნალობაც ერთი და იმავე მეთოდებით მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევა და სათანადო შედეგის მიღება გვსურს.
იშიაზი
იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

იშიაზის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს. აღსანიშნავია, რომ ტკივილს ნერვის დაჭიმვაც იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება იშიაზის სადიაგნოსტიკო სინჯები:
ლასეგას სიმპტომი - ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს ნელ-ნელა აწევინებენ გაჭიმულ ფეხს. განსაზღვრულ სიმაღლეზე თავს იჩენს ტკივილი.
წამოჯდომის სიმპტომი - ავადმყოფს გაშლილ ფეხს საწოლზე უფიქსირებენ და წამოჯდომას სთხოვენ. წამოჯდომა ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფი წამოჯდომას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც მტკივან ფეხს მუხლის სახსარში მოხრის.
სიკარას სიმპტომი - ტკივილი ძლიერდება ტერფის მოხრის დროს.
იშიაზისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია. კერძოდ, ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს დუნდულას ნაოჭები დაბლა იწევს, სუსტდება აქილევსის რეფლექსი. მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.
იშიაზი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ. არც ტკივილის განვითარების სხვა ვარიანტია გამორიცხული. მაგალითად, ზემოხსენებული ლოკალიზაციის სხვადასხვა კომბინაცია წელის ტკივილის გარეშე.