Перевести страницу

რა არის ხერხემალი...!?

.


ხერხემალი.ლათინურად არის (vertebra)
ხერხემალი შედგება 32 - 34 მალისაგან. აქედან 7 მალა არის (კისრის cervix), კისრის მალები ინიშნება ლათინური ასო СI, СII, СIII ა.შ. (გულმკერდის 12 მალა აღინიშნება Тh1 Тh2 Тh3 vertebra thoraks ) ა.შ. წელის მალები არის 5 ინიშნება (L1 L2 L3 vertebrae lumbales ) გავის მალები არის 5 (vertebrae sacrales SI, SII). კუდუსუნის არის 4  (vertebrae coccygeae СоI, СоII ) 



ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია. ეს არის ურთულესი კონსტრუქცია, რომლის წყალობითაც ადამიანი წელში გამართული დადის და ძლევს დედამიწის მიზიდულობის ძალას.


ადამიანის ხერხემალს სვეტის ფორმა აქვს და 32-34 მალისგან შედგება. მალები, მდებარეობისა და მორფოლოგიური ნიშნების კვალობაზე, 5 ჯგუფად იყოფიან:


1. კისრისა - 7;
2. გულმკერდისა - 12;
3. წელისა - 5;
4. გავის მალების ჯგუფს 5 მალის გაერთიანებით მიღებული ერთიანი გავის ძვალი წარმოადგენს;
5. კუდუსუნის მალები - 2-3.

მალებს ერთმანეთის მსგავსი აგებულება და მრავალი საერთო მორფოლოგიური ნიშანი აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი დანარჩენებისგან რამდენადმე მაინც განსხვავდება. რომელი ჯგუფისაც არ უნდა იყოს, ყველა მალას აქვს სხეული - ცენტრალური და ყველაზე მასიური ნაწილი, რომელიც უკანა გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს არის წარზიდული და ერთნაირი ზომის მალის რკალებს ქმნის. მალის სხეული და რკალები შემოსაზღვრავს თავისუფალ სივრცეს - მალის ხვრელს, მალების ხვრელთა ერთობლიობა კი ქმნის ხერხემლის ძვლოვან არხს, რომელშიც ზურგის ტვინია მოთავსებული. ხერხემლის მალებს შორის საკმაოდ მცირე ზომის მალათაშორისი სივრცეებია, სადაც გაივლის ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები. განსხვავებული აგებულებისაა უმთავრესად გულმკერდისა და კისრის მალები. გულმკერდის მალებს გამოარჩევს სანეკნე ფოსოები - ადგილი, სადაც მათზე ნეკნებია მიმაგრებული, ხოლო კისრისას - დამატებითი განივი ხვრელი.


კისრის ნაწილი
ხერხემლის ეს განყოფილება განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - მასში გადის ყველა სეგმენტზე მეტი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კისერთან ერთად სახისა და თავის ქალას კვებასა და ინერვაციასაც ახორციელებენ. კისრის სეგმენტზე მდებარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი სისხლძარღვი - ხერხემლის არტერია, რომელიც კისრის მალების წანაზარდებს შორის გაივლის. ეს ძალზე ვიწრო არხია, ამიტომ კისრის მალების მცირედი ცვლილებაც კი ამ არტერიის მიჭყლეტასა და სპაზმს იწვევს, რაც სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნით ვლინდება. კისრის მალებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ისინი ერთმანეთს უფრო მჭიდროდ ეკვრიან, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, უმნიშვნელო ცვლილებაც კი, ასევე - დატვირთვის გაზრდა ყველაზე სწრაფად სწორედ ამ ნაწილში იწვევს ნორმალური ფუნქციობის მოშლას, ნერვებსა და სისხლძარღვებზე ზეწოლას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზურგის ტვინის დაზიანებასაც კი.


მალათაშუა დისკოები
ადამიანის ძვლები არც ისე მტკიცეა, რომ გაუძლოს მუდმივ სტატიკურ თუ დინამიკურ დატვირთვას, სიმძიმეების აწევას, სიარულს, სირბილსა თუ სპორტს და არ დაიშალოს, ამიტომ ბუნებამ ხერხემალი მალათაშუა დისკოებით აღჭურვა, რომლებიც მაამორტიზებელი თვისებების წყალობით რამდენადმე ამცირებს დარტყმით დატვირთვებს. მალათაშუა დისკოები ერთგვარი ელასტიკური საფენებია, რომლებიც მალების სხეულებს შორისაა "ჩაფენილი". მათი ფუნქცია დარტყმითი დატვირთვების ამორტიზაცია და მალებს შორის თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფაა. ჯანმრთელი დისკო წყლისა და ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც მას ჟელესმაგვარ სტრუქტურასა და მყარ ელასტიკურ თვისებებს სძენს. მისი უმეტესი ნაწილი წყალია, დაახლოებით 30% კი პოლისაქარიდები. დისკოს მჭიდრო ანატომიურ-ფუნქციური კავშირი აქვს მთელ ხერხემლთან, მის ცალკეულ სტრუქტურებთან და უზრუნველყოფს მის სიმყარეს, გამძლეობასა და ელასტიკურობას. დისკო სამი ნაწილისგან შედგება. ესენია:

1. წყვილი ჰიალინური ფირფიტა;
2. პულპოზური ბირთვი;
3. ფიბროზული რგოლი.

ჰიალინური ფირფიტების საშუალებით დისკო მჭიდროდ ეკვრის ზედა და ქვედა მალებს. ერთი სიტყვით, მალათაშუა დისკოები ჩვენი სხეულის ბიოლოგიური ამორტიზატორებია, რომლებიც სხვადასხვა სახის "დარტყმებს" ხერხემლის ღერძის გასწვრივ ანაწილებს.