Перевести страницу

ხერხემლის თიაქარი

Подписаться на RSS

Популярные теги Все теги

ხერხემლის თიაქარი



წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია ზრდასრულ მოსახლეობაში. ათიდან რვა კაცი ერთხელ მაინც შეუწუხებია წელის მწვავე ტკივილს, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, ათიდან ოთხი კი ქრონიკულ ტკივილს უჩივის.
წელის ტკივილი უმეტესად არ არის საშიში და არც სპეციფიკურ გამოკვლევასა თუ მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ხანგრძლივი მიმდინარეობისას, იგი დაავადების სიმპტომია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა წელის მალათაშუა დისკის თიაქარი.
ხერხემალი პირობითად შეიძლება ერთგვარ სამოძრაო სეგმენტებად დავყოთ. თითოეული ასეთი სეგმენტი მოიცავს ორი მეზობელი მალის სხეულს, მალათაშუა დისკს და ორ ფასეტურ სახსარს. მალათაშუა დისკი მალებს შორის არის მოთავსებული. გარშემო მას ფიბროზული რგოლი აკრავს, შიგთავსი კი თხევადი, ჟელატინისებურია. სამოძრაო სეგმენტში დისკი ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს – მოძრაობის ელასტიკურობას განაპირობებს. თუ რაიმე მიზეზით ფიბროზული რგოლის მთლიანობა დაირღვა, დისკის თხევადი შიგთავსი გარეთ იღვრება. ასე ყალიბდება თიაქარი.
მალათაშუა დისკის თიაქარი ყველაზე ხშირად წელის სეგმენტში გვხვდება, შედარებით იშვიათად – კისრის, გაცილებით იშვიათად კი გულმკერდის სეგმენტში. გამოყოფენ მისი განვითარების სამ ძირითად ფაქტორს: ასაკს, ჭარბ წონასა და ფიზიკურ გადატვირთვას.
მალათაშუა დისკების ასაკობრივ დეგენერაციულ ცვლილებებს სპონდილოზს უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, დისკის უმეტესი ნაწილი თხევადია. ასაკთან ერთად ხდება მისი გაუწყლოება, შედეგად კი გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება, სკდება, ირღვევა დისკის მთლიანობა. ამას მოჰყვება სამოძრაო სეგმენტის შემადგენელი ორივე მალის სხეულისა და ფასეტური სახსრის დეგენერაცია, საბოლოოდ კი იოგებისა და ხერხემლის სვეტის მიმდებარე სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებაც, ირღვევა სეგმენტის ნორმალური სტრუქტურა, ყალიბდება სეგმენტური სპინალური არასტაბილობა.
ჭარბი წონის დროს ხერხემლის წელის სეგმენტზე ზეწოლა ძლიერდება, რაც ხელს უწყობს სპონდილოზის პროგრესირებას და ზრდის დისკის თიაქრის ჩამოყალიბების რისკს.
არასწორი ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, სიმძიმის აწევის დროს მალათაშუა დისკის თიაქარი მწვავედ ყალიბდება, ტკივილი ძალზე ინტენსიურია და ზღუდავს მოძრაობას.
ხშირად თიაქარს არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და მას შემთხვევით გამოავლენენ, მაგალითად, რენტგენოგრაფიის დროს. მაგრამ თუ თიაქარი დააწვა მიმდებარე ნერვულ ფესვებს, წარმოიშობა შესაბამისი სიმპტომები:
. ტკივილი წელის არეში, რომელიც ვრცელდება დუნდულაზე, ბარძაყზე, წვივზე და, შესაძლოა, ტერფზეც. მოძრაობის, ხველისა თუ ცემინების დროს ტკივილი ელვისებურად გაივლის ფეხში. ზოგჯერ ტკივილის ნაცვლად ან მასთან ერთად დაჭიმულობის შემაწუხებელი შეგრძნებაც იჩენს თავს;
. დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ფეხში;
. სისუსტე დაზიანებული ფესვის საინერვაციო კუნთებში, მაგალითად, ტერფის აწევის გაძნელება და სხვა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო, როცა:
. სიმპტომები პროგრესირებს და ზოგადი მდგომარეობა უარესდება;
. დარღვეულია შარდვა ან დეფეკაცია;
. დაქვეითებულია მგრძნობელობა უნაგირის ტიპით – ბარძაყის შიგნითა და უკანა ზედაპირებზე, ანალური ხვრელის გარშემო.


ჩვენი მეთოდით ხერხემლის თიაქარს ვკურნავთ შემდეგნაირად: ვამუშავებთ დაზიანებულ მალებს მასაჟის საშვალებით და ხელს ვუწყობთ მალების რეგენერაციას. შემდგომ ვაკუმ თერაპიის საშვალებით ვათავისუფლებთ ნერვს შემდეგ არტერიებში ვაღდგენთ სისხლის ცირკულაციას.გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას

რას ნიშნავს შმორლის თიაქარი და როგორ ინკურნება?

- შმორლის თიაქარი არის რენტგენოლოგიური ტერმინი, ის ასახავს მალთაშუა დისკის “გამოდრეკას” ზედა ან ქვედა მალის სხეულში. მისი განკურნება არ ხდება, მაგრამ საჭიროა ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ მალთაშუა თიაქრის აღმოცენება. თუ დადგენილია ასეთი თიაქრის არსებობა, რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიში, ცურვა, არ არის მიზანშეწონილი ვერტიკალურ, მდგომარე მდგომარეობაში დატვირთვა.